17 აპრილამდე საქართველოში გრილი და ნალექიანი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დედაქალაქში 15-16 აპრილს იწვიმებს და ამასთან, 16 აპრილს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
„ამასთან, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 15-16 აპრილს დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, 17 აპრილს კი +20 გრადუსამდე დათბება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 აპრილს გამოიდარებს და +17,+19 გრადუსამდე დათბება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი. აქ ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 აპრილს კი გამოიდარებს და +18, +20 გრადუსამდე დათბება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15-16 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
ასევე, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 17 აპრილს გამოიდარებს და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.