December 18, 2012

პოლიტიკური პარტიების შემომწირველებისათვის ამნისტია მზადდება

პოლიტიკური პარტიების დაჯარიმებულ შემომწირველებს ამნისტია შეეხებათ. პარლამენტის სესიაზე დეპუტატებმა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხება, რომლებიც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულობებისათვის „დაისაჯნენ“. საუბარია, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაკისრებულ პირებზე.

„ეს ადამიანები ადმინისტრაციული სახდელისა და საურავისგან გათავისუფლდებიან,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტიების შემომწირველებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.