ზესტაფონში კაცმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა.
დაჭრილ პირს სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.
ბრალდებული შსს-ს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.