May 20, 2025

ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია – საქართველოს რკინიგზა

ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა აკეთებს.

„20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ – მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება”, – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.