26 მაისს საზეიმო ღონისძიებები ბალახვანში, ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, საზეიმოდ აღინიშნება. პროგრამა: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 12:00 – 19:00 ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციული, საგამოფენო სივრცე; 12:00 – 19:00 მულტიფუნქციური სივრცე: ბავშვებისა და უფროსებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები (მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი, ჩამოაგდე ჯოხი, ლაბირინთი, მეგა ბიარ პონგი), VR, მასიური ჩემოდნების ფოტო ზონა, მოსასვენებელი კუთხე; 12:00 – 19:00 საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფების ზონა/ფერადი სახლები (საჰაერო ბურთის ვორქშოპი, სასურათე სამახსოვრო ფორმების ვორქშოპი, თვითმფრინავის ვორქშოპი), საბავშვო ფოტო ზონა; 12:00 – 19:00 სიმულაციის ოთახი: თვითმფრინავის კუდის იმიტირებული კუთხე, ოთახი ფრენის სიმულაციისთვის; საქართველოს ფოსტა 12:00 – 19:00 ფოტო-ზონები: 26 მაისის მთავარი ინსტალაცია, საქართველოს ფოსტის ლოგოს ინსტალაცია (ჩიტები), მოცულობითი კონვერტი; 12:00 – 19:00 საგამოფენო სივრცე: საქართველოს ფოსტის ინფორმაციული, საგამოფენო სივრცე; 12:00 – 19:00 საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფების ზონა საქართველოს ფოსტის ლოგოს ორიგამის ვორქშოპი, მარკების არტ ვორქშოპი, კონვერტის დამზადების ვორქშოპი), საბავშვო აქტივობები (ამანათების ჩალაგება, წერილების დახარისხება, აქტივობა: დაიჭირე კონვერტი); 12:00 – 19:00 მულტიფუნქციური სივრცე: ძველებური ფოსტის იმიტაცია, კალიგრაფისტის მიერ გრაგნილებზე ვიზიტორების სურვილისებრ მათი სახელების დაწერა; 12:00 – 19:00 გაცოცხლებული პერსონაჟები: საქართველოს ფოსტის ანიმაციური გმირები, მასიური თოჯინები (ფოტო-ზონა); ღვინის ეროვნული სააგენტო 13:00 ორკესტრის მსვლელობა; 13:00-17:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა; 13:00 – 17:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა; 14:00 – 17:00 იმერული ჯიშის ღვინოები, ღვინის სივრცეში სომელიეს თანხლებით; 13:30-17:00 – საბავშვო სივრცე: გვირგვინების დაწვნის მასტერკლასი, სხვადასხვა თამაშები; 13:15 – 15:00 – დღის კონცერტი – ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით; 17:10 – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო აღნიშვნა, საქართველოს ჰიმნი- ქ. ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი; 17:20 – დასკვნითი კონცერტი: დათო არჩვაძე, ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, აჩიკო ცანკაშვილი, სოფო პაპუაშვილი, ეკა კვალიაშვილი, ნუკა კვალიაშვილი, სანდრო კობახიძე, ელენე ფოჩხუა, ქართული ხმები , დავით ილურიძის ბენდი, ალილო და დიჯეი გიგა პაპასკირის მონაწილეობით; ღონისძიებას წაიყვანს მაია დათუნაშვილი.
May 23, 2025
ქუთაისში 26 მაისს ეკა კვალიაშვილი იმღერებს