დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა.
ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.
ეს პოსტი ამირან გამყრელიძემ 2022 წლის 5 აგვისტოს დატოვა, ამ დრომდე ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას პაატა იმნაძე ასრულებდა, რომელის დირექტორის მოადგილის პოსტზე რჩება.
რაც შეეხება ირაკლი ფურცელაძეს, მას კერძო სექტორში, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
2002 წლიდან – 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში „ავერსი-ფარმა“, მუშაობდა, სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე.
2011-2023 წლებში იკავებდა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას.
ამავდროულად, 2016-2018 წლებში, იყო სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
June 6, 2025
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა