ქუთაისში ხანძარს მსხვერპლი მოყვა. თაყაიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით მამაკაცმა სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო ჯგუფები. დაწყებულია გამოძიება.
June 12, 2025