June 19, 2025

ევროპარლამენტი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღო. საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა

რეზოლუციას მხარი 324-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 25 იყო.

ევროპარლამენტარები ქართული ოცნებისგან მოითხოვენ მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ისინი ასევე მკაცრად გმობენ, ივანიშვილის მთავრობის მხრიდან სისტემურ თავდასხმებზე მედიის, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.