June 26, 2025

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. თვრინი-ალავერდის გზაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად მამა-შვილი გარდაიცვალა.

ავტომობილში მყოფი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

თვითმხილველების თქმით, ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.