პროევროპულ აქციებზე დაკავებული იუმორისტი ონისე ცხადაძე, თერჯოლაში საკუთარი მამის პანაშვიდზე მიიყვანეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ძმა სანდრო ცხადაძე წერს. „მოიყვანეს ონო. მოვეფერეთ და ვიტირეთ ბევრი. მამასაც შეეხო ონო და ეფერა. უღრმესი მადლობა საქმის პროკურორებს ამ ყველაფერზე დათანხმებისთვის. განსაკუთრებული მადლობა პენიტენციურ და საბადრაგო სამსახურებს. რომ არა მათი ნება და კეთილგანწყობა, ონო ამას ვერ შეძლებდა. და, რა თქმა უნდა, განუზომელი მადლობა ლაშა ცუცქირიძეს, რომლის ვალიდან ვერასოდეს ამოვალ”, – წერს ონისე ცხადაძე.
June 30, 2025
ონისე ცხადაძე მამის პანაშვიდზე მიიყვანეს