July 14, 2025

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე 2 მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა,

შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები ადგილზე დაიღუპნენ.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.