July 15, 2025

იმერეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 34 ფაქტი გამოავლინმეს, ქვეყანაში – 1528

2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 1528 ფაქტი გამოავლინეს, აქედან იმერეთში გამოვლენილია 34 ფაქტი, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სამართალდარღვევებიდან 543 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია. 212 – სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 194 – მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 183 – კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 42 – ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 28 – კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა, 21 – სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 305 კი – სხვა დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი – 357 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 296 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 193 – კახეთში, 154 – შიდა ქართლში, 142 – აჭარაში, 80 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 40 – სამცხე-ჯავახეთში, 34 – იმერეთში, 32 – გურიაში, 8 ფაქტი კი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც – 2025 წლის 6 თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 192 ფაქტი გამოავლინეს.