დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. ზაზა მეტონიძე საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ ბოლო საკადრო ცვლილებებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობას იკავებდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ირაკლი კოძახიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.
July 17, 2025
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა