ინგუშეთში, საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 16:20 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 4.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.