საქართველო კრიტიკულ გზაგასაყარზე – ასეთია ევროპელი პარტნიორების შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გუნტერ კრიხბაუმთან, ევროპის საქმეებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან. მან ქართველი ხალხისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველო კრიტიკულ გზაგასაყარზე დგას – მხოლოდ მის მოქალაქეებს შეუძლიათ ქვეყნის ევროპული გზის დაცვა”, – წერს ზურაბიშვილი.