ქუთაისში 2012 წლის დეკემბერში, მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სტიქიიდან სამი თვის შემდეგაც არ შეუსწავლიათ.
ქუთაისში, წერეთლის #244 – ში მცხოვრებმა ნორა სიჭინავამ დახმარებისთვის მერიას მიმართა. თუმცა სამი თვის გასვლის შემდეგ, მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
„რაის მერია, ფეხებზე არ კიდიხარ?,“ – აცხადებს დაზარალებული.
ქუთაისში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახი კი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. აფხაზეთიდან დევნილი 69 წლის მურმან მაისურაძის ოჯახი, ქუთაისში, პ. იაშვილის N 13 – ში. „უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა“, – ამბობს მურმან მაისურაძე.
ქუთაისში, 2012 წელს, მიწისძვრით, სულ 59 ოჯახი დაზარალდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლები, ამ დრომდე მხოლოდ გარეგნულად დაათვალიერეს.