August 6, 2025

6, 7 და 8 აგვისტოს ქუთაისში საზაფხულო კინოჩვენებები გაიმართება

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, დაგეგმილია ღია ცისქვეშ ქართველ კინორეჟისორთა ფილმების ჩვენება, ასევე, ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, – ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ფილმების ჩვენება 6, 7 და 8 აგვისტოს მეფეთუბანში, თეთრი ხიდის მიმდებარედ გაიმართება. კინოჩვენებების პროგრამა: 6 აგვისტო, 20:00 სთ. მხატვრული ფილმი ⁠„შემთხვევითი პაემნები“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი; მხატვრული ფილმი ⁠„ნამე“ – რეჟისორი ზაზა ხალვაში; 7 აგვისტო, 20:00 სთ. მხატვრული ფილმი ⁠„არდადეგები“ – რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; ⁠დოკუმენტური ფილმი „თეთრი რელიგია“ – რეჟისორი კონსტანტინე აბაშიძე; 8 აგვისტო, 20:00 სთ. მხატვრული ფილმი „შინდისი“ – რეჟისორი დიტო ცინცაძე.