August 15, 2025

ქუთაისელი წარჩინებული მოსწავლეები ბაკურიანში, მერიის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ

ქუთაისელი წარჩინებული მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მერიის საზაფხულო ბანაკში კურორტ ბაკურიანში გაემგზავრნენ.

ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის საჯარო სკოლების მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები.

ბანაკის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააცილეს.

წელს ბანაკის თემატიკაა მედიაწიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, მოხალისეობა, აქტიური მოქალაქეობა, ეფექტური კომუნიკაცია და ლიდერობა.

ბანაკი 15 აგვისტოდან 30 აგვისტომდე სამ ნაკადად გაიმართება.