March 23, 2013

“მრცხვენია, რომ 1 წლის ბავშვი გარდაიცვალა შიმშლისგან” – პროტესტი პარლამენტთან

ქუთაისში, საზოგადოების ნაწილმა ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო პარლამენტთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, 21–ე საუკუნეში ადამიანები შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ. “მრცხვენია, რომ 1 წლის ბავშვი გარდაიცვალა შიმშლისგან”, – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე ლაშა მესხი: “23 მარტი ჩემთვის არის საყოველთაო სირცხვილის დღე”.
1 წლის გოგიტა აბაშიძე ბათუმის საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია. გოგიტა აბაშიძე ბავშვთა საავადმყოფოში 21 მარტს მოათავსეს.