August 23, 2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა დასახელდა. ის ამ პოსტზე ანრი ოხანაშვილს შეცვლის.

ირაკლი კობახიძის თქმით, კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება.

სუს-ის უფროსის პოსტი ვაკანტუირი მას შემდეგ გახდა, რაც ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ოხანაშვილის განცხადებით, ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.