September 8, 2025

საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები 2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება – კობახიძე

საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები 2026 წელსაც გაიზრდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელფასების მატება საჯარო სამსახურში გაგრძელდება.

„როგორც მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს ხელფასები იმატებდა 10%-ით. 2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები“,- აღნიშნა კობახიძემ.