September 8, 2025

ძლიერი წვიმა და სეტყვა – ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე, კვლავ დროგამოშვებით წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან კი, ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).