September 9, 2025

ქუთაისში „მურალ ფესტის“ ფარგლებში წელს ოთხი კედელი მოიხატა

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, პროექტის „მურალ ფესტი“ ფარგლებში წელს 4 კედელი მოიხატა. პროექტი ქალაქის მერიის მხარდაჭერით, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით, 2023 წლიდან ხორციელდება. „პროექტის ფარგლებში ცნობილი მხატვრების მიერ უკვე 15-ზე მეტი კედელი მოიხატა. წელს, უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალის ფარგლებში, მოიხატა 4 კედელი. მურალები მორგებულია არქიტექტურულ გარემოს, ტურისტულ მიმართულებებს, თანამედროვე სტილს და მოიცავს ფოლკლორულ ელემენტებს, ლიტერატურულ, სტილიზებულ ფლორალურ არტსა და ნატურმორტის თემატიკას“, – აცხადებს ქუთაისის მერია.