19 სექტემბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 57-ე თეატრალურ სეზონს გახსნის ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“-ს საკონცერტო შესრულებით. საღამო გაიმართება ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე. მონაწილეობენ: კოტე – არმაზ დარაშვილი ლევანი – ბაკურ კვირიკაშვილი მარო – ფერიდე ჯინჯიხაძე მაკარი – კალისტრატე ხარჩილავა ქეთო – მარიკა მაჩიტიძე საქო – ემილ ჩარგაზია სიქო – ბერდია ონიანი ბარბალე – ირინა ალექსიძე ბაბუსი – ნათია სტეფანიშვილი თეატრის გუნდი – ქორმაისტერი: ნათია გოგუაძე ქორეოგრაფიული დასი – ქორეოგრაფი: ვახტანგ უშვერიძე თეატრის ორკესტრი რეჟისორი – მაია გაჩეჩილაძე მხატვარი – თეო კუხიანიძე. დირიჟორი – რევაზ ჯავახიშვილი თეატრის დირექტორი – ირინე ლომინაძე დასაწყისი: 19:00 საათზე ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“-ს საკონცერტო შესრულებით სცენაზე კვლავ გაცოცხლდება სიყვარულისა და ხალისის სიუჟეტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მსმენელსა და მაყურებელს სიხარულით ავსებს. ქუთაისის ოპერის თეატრი ტრადიციულად აგრძელებს მისიას — შეინარჩუნოს და განავითაროს ქართული საოპერო ხელოვნების საუკეთესო ტრადიციები.
September 18, 2025
19 სექტემბერს ქუთაისის ოპერის თეატრი 57-ე სეზონს გახსნის