September 21, 2025

ქუთაისში “დრიფტის ლიგა 2025” ჩატარდა

ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და betlive Racing Season -ის ორგანიზებით, ქუთაისში “დრიფტის ლიგა 2025” ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებაში მოყვარული დრიფტერები მთელი საქართველოდან მონაწილეობდნენ. დღესვე მოეწყო წყვილთა რბოლა BMW Federation – ის ორგანიზებით. ღონისძიებებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია დაესწრნენ.