September 23, 2025

მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიაზე დღეს წარადგენენ

ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომელსაც 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, დღეს ბრიუსელში, სახაროვის პრემიაზე წარადგენენ.
სახაროვის პრემიაზე კიდევ 7 კანდიდატის წარდგენა მოხდება.

გამარჯვებულს 50 ათასი ევრო გადაეცემა.
სახაროვის პრემია ამ დრომდე ქართველს არ მიუღია.