September 23, 2025

ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის.

ცესკოს მონაცემებით, ქუთაისის მერობის კანდიდატები არიან:

პაატა ზაქარეიშვილი „გახარია საქართველოსთვის“

დავითი ერემეიშვილი – „ქართული ოცნება“ და

გიორგი ამაღლობელი „საქართველო“.

ცესკოს ცნობით, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია.

ძირითადი ოპოზიციური პარტიები არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ და უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ.