September 24, 2025

ქუთაისში სპორტული სკოლის რეაბილიტაციაზე 2 694 751 ლარი დაიხარჯა

ქუთაისში სულიკო თორთლაძის სახელობის მე-11 კომპლექსური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის მიხედვით სრულად განახლდა კალათბურთის, მაგიდის ტენისისა და ჩოგბურთის დარბაზები, ასევე, მოწესრიგდა შენობის ფასადი, სახურავი, კეთილმოეწყო ეზო.

სკოლა 450 – მდე სპორტსმენზეა გათვლილი.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ 2 694 751 ლარით დაფინანსდა.