September 28, 2025

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მიმდინარეობს

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 27 სექტემბერს გაიხსნა. კინოსეანსები კინოთეატრ „საქართველოში“ იმართება.

დღეს 1-ელ დარბაზში უახლესი ქართული ანიმაციის ჩვენება მოეწყო.

მაყურებელმა ნახა: არაზუსტი მეცნიერება – რეჟ. სალომე ტურაშვილი, ელენე დარიანი – რეჟ. ელენე თავაძე, ნინძა ბუ – რეჟ. ცოტნე რუსიშვილი, კატოს სიზმრები – რეჟ. ცოტნე რუსიშვილი, გაქცევა – რეჟ. ელენე სანაია, გაბნეული შუქები – რეჟ. თათა მანაგაძე.

დღესვე მაყურებელმა ნახა სტუდენტური პროგრამა :

ლორემ იპსუმ – ქეთევან ბარნოვი, ელენე ქუთათელაძე, ჩემი ფესვები მტოვებენ – ლუკა კოპალეიშვილი, ანი მამაიაშვილი, ნამჯა – დემეტრე წულაძე, ნინი ამაშუკელი, დორთა – ფრიდონ კოკა ქარდავა, ანი ბართია, ბებიის ბოლო სურვილი – ლუკა ფადიურაშვილი,

კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების პარალელურად ფესტივალის პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, ვორქშოპებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს.

წლევანდელი ფესტივალის ფოკუსშია იტალია, მაყურებელი ნახავს: იერ პაოლო პაზოლინის, ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას ნამუშევრების რეტროსპექტივას. ფესტივალს ეწვევა იტალიელი რეჟისორი ბენიამინო ბარეზე და ნაჩვენები იქნება მისი ფილმი – „დედაჩემის გაუჩინარება“. სპეციალური სტუმარი იქნება ფილმის მთავარი პერსონაჟი, მოდელი და ჟურნალისტი ბენედეტა ბარძინი.

ფესტივალზე ასევე გაიმართება ლუის ბუნიუელისა და რაინერ ვერნერ ფასბინდერის ფილმების საიუბილეო ჩვენებები.

კინოფესტივალი 2 ოქტომბერს დასრულდება.