September 29, 2025

იმერეთის საფეხბურთო გუნდებს შორის გამარჯვებული ,,ქუთაისი 2025“ გახდა

იმერეთის გუნდებს შორის საფეხბურთო შეჯიბრებები 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირში, იმერეთის მასშტაბით, 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს ,,თეთრი ხიდი“ და ,,ქუთაისი 2025“ დაუპირისპირდნენ, გამარჯვებული კი ,,ქუთაისი 2025“ გახდა. ტურნირში, იმერეთის მასშტაბით, 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. “Betlive მასტერ ლიგის” ფესტივალის საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა დააჯილდოვა. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები ასევე მერის მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ და „7×7 ფეხბურთის ასოციაციის“ პრეზიდენტმა აკაკი ხლაბუსტოვმა დააჯილდოვეს.