October 10, 2025

24-25 ოქტომბერს ქუთაისში ევროპის დღეები გაიმართება

ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისში 24-25 ოქტომბერს გაიმართება.

ღონისძიებას 24 ოქტომბერს ოფიციალურად გახსნის საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, რის შემდეგაც ევროკავშირის ელჩი მედიასთან კომენტარს გააკეთებს.