October 14, 2025

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო და 24 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 4 პირს მოეხსნა ნასამართლობა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.