October 16, 2025

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის მოკლე სიაშია

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის მოკლე სიაშია. მზია და ბელარუსი პატიმარი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი ასევე აქტივისტები, ჟურნალისტები და პოლიტიკური პატიმრები საქართველოდან და ბელარუსიდან – ერთ ნომინაციაში წარადგინა ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა: EPP. მათ გარდა სახაროვის პრემიისთვის იბრძოლებენ: სერბი სტუდენტები (ნომინაცია წარადგინა Renew Europe-მა ) ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარებაში ჩართული მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში (წარადგინეს მემარცხენეებმა).