ბაღდათობა 2025-ის სამზადისი მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში ღონისძიებები დღეს 3 ნოემბერს შუა დღიდან დაიწყება. „ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, (ვაჟა-ფშაველას ქუჩა, ახალგაზრდობის სკვერის მიმდებარედ) მთელი დღის მანძილზე წარმოდგენილი იქნება: 14:00 ფლეშმობი მარათონი ბავშვების მონაწილეობით; ძველი ბაღდათის ფოტოების და ბანერების გამოფენა; თავდაცვის ძალების ტექნიკის გამოფენა; ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ადგილობრივი მეღვინეების და მეთაფლეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა; კურორტი “საირმე”-ს პავილიონი; სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცე; ბიბლიოთეკა, მაიაკოვსკი და ბაღდათი; თეატრალური სივრცე, “შემოდგომა ბაღდათში”; საბავშვო გასართობი სივრცე: ატრაქციონები, სახის მოხატვა, ანიმატორები; პროფესიული სასწავლებლები: კოლეჯი ,,იბერია“ , ,,მსოფლიო განათლების აკადემია“ WEA , კულინარიული მასტერკლასი, გამოფენა-გაყიდვა; სასწავლო საგამოფენო სივრცე; სპორტული სივრცე;ქუჩის ორკესტრი; გასტრონომიული სივრცე;14:30-ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი;ბაღდათის საიმიჯო კლიპის და ფოტოების ვიდეო კოლაჟი;15:30 -საპატიო ბაღდათელების დაჯილდოების ცერემონია; 17:00 დასკვნითი საზეიმო გალა კონცერტი, ჯგუფი ,,ეგარი“ – ს და ჯგუფი ,,ურსა“- ს მონაწილეობით. 19:00 ფეიერვერკი;
November 3, 2025
დღეს ბაღდათობა 2025 იმართება