პარლამენტის შენობაში ბიუროს ოთახში, #9 დარბაზში წყალი ჩამოვიდა, რამაც ბიუროს ოთახში არსებული მაგიდის დაზიანება გამოიწვია. ამის გამო დღეს ბიუროს სხდომა #4 ოთახში იმართება, სადაც საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტში შიდა საუბრებიდან ხდება ცნობილი. ბიუროს სხდომის სხვა დარბაზში გადატანის ოფიციალური მიზეზების შესახებ საკანონმდებლო ორგანოში ამ დროისათვის არ საუბრობენ.
January 14, 2013
პარლამენტში წვიმამ ბიუროს ოთახი „შეიწირა“