January 15, 2013

ქუთაისში პრეზიდენტს ელოდებიან

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.

წერეთლის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე და შენობის შესასვლელებთან მობილიზებული არიან დაცვის თანამშრომლები. თუმცა ინფორმაციას პრეზიდენტის სავარაუდო ვიზიტის შესახებ უნივერსიტეტის პრესსამსახურში არ ადასტურებენ. წერეთლის უნივერსიტეტის ეზოში მყოფი სტუდენტების ვარაუდით, პრეზიდენტი ქუთაისში სწორედ სტუდენტებთან შესახვედრად ჩამოდის.