November 17, 2025

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, – ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავარდა ჯერ თხრილში ჩავარდა, შემდეგ კი ელექტრობოძს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი ქალი დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ დილით მოხდა