იმერეთში 85-მდე უსახლკარო ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. უსახლკარო ოჯახების დახმარების პროგრამა მხარის 5 მუნიციპალიტეტში -თერჯოლა, წყალტუბო, სამტრედია, ბაღდათი, ზესტაფონი, მესამე წელია ხორციელდება.
თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი წყელტუბოში გაეცნო. როგორც წყალტუბოში განაცხადეს, ახალი საცხოვრებელი სახლი 7 უსახლკარო, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა.