December 14, 2025

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხრესილობა აღნიშნეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხრესილობა აღნიშნეს. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხრესილის ომის 268-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კუბლაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მათივე ცნობით, ღონისძიებების ფარგლებში გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის, სოლომონ I-ის, სოლომონ II-ის საფლავები, ასევე სოფელი ხრესილში, ხრესილის ბრძოლის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს. ა