December 16, 2025

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე შეზღუდვები მოიხსნა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ცნობის, შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო მოქმედებდა.