December 27, 2025

ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი ბიორნ იონსენი 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

მამაკაცთა შორის საქართველოს ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი, ნორვეგიელი ბიორნ იონსენი დასახელდა, ხოლო ქალთა შორის – „ნიკე-ლუსოს“ თავდამსხმელი – თეონა ბაქრაძე.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2025 წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც საუკეთესოები მამაკაცთა და ქალთა შორის სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს, თბილისში გაიმართა.

მამაკაცთა შორის სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:

სეზონის საუკეთესო მეკარე – გიორგი მაკარიძე („იბერია“)
სეზონის საუკეთესო მცველი – გიორგი ჯგერენაია („იბერია“)
სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი – გიზი მამაგეიშვილი („იბერია“)
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი – ბიორნ იონსენი („ტორპედო“)
სეზონის საუკეთესო ბომბარდირი – ბიორნ იონსენი („ტორპედო“, 21 გოლი)
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – გუგა ნერგაძე („იბერია“)
სეზონის საუკეთესო გოლი – დავით მუჯირი („გაგრა“)

სიმბოლური გუნდი:

მეკარე: მაკარიძე („იბერია“)
მცველები: ვარლეი („ტორპედო“), აგიაკვა, ჯგერენაია, ჯინჯოლავა (სამივე – „იბერია“)
ნახევარმცველები: კონტე, ანდრონიკაშვილი (ორივე – „დილა“), ქარდავა, მამაგეიშვილი (ორივე – „იბერია“)
თავდამხმელები: ფანცულაია („სამგურალი“), იონსენი („ტორპედო“)

ქალთა შორის სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:

სეზონის საუკეთესო მეკარე – თათია გაბუნია („ლანჩხუთი“)
სეზონის საუკეთესო მცველი – სალომე გასვიანი („ნიკე-ლუსო“)
სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი – ნათია დანელია („ნიკე-ლუსო“)
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი – თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო“)
სეზონის საუკეთესო ბომბარდირი – კესო მეტონიძე („რაჭა“, 54 გოლი)
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო“)
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – გაგა კირკიტაძე („ნიკე-ლუსო“)