December 29, 2025

ქუთაისში ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა

ქუთაისში ინტენსიურმა თოვამ და უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. მოქალაქეები გაუწმენდავი გზებისა და ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. მერიის ცნობით, ა(ა)იპ „სპეციალურის სერვისების“ თანამშრომლები, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის ქუჩებს თოვლის საფარისგან დილიდანვე შესაბამისის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ძალის გამოყენებით წმენდენ. „ინტენსიურმა თოვამ და უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა საქალაქო ინფრასტრუქტურას, თუმცა, გაწმენდითი სამუშაოები. ეტაპობრივად, ყველა უბანში ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობიან ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე დავით ნიშნიანიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები”, – აცხადებს ქუთაისის მერია.