„ავის მსურველები” ამოვედით, “კეთილის მსურველები”არ ჩანან! – წერს „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი და გელათის მონასტრის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„„ავის მსურველები” ამოვედით, “კეთილის მსურველები” არ ჩანან!
დიდი თოვლია! 1°c! გადახურვაზე 20 სმ-ზე მეტიც დევს. უნდა მუშაობდეს, თუ არა “შემათბობლები” ?! კომიტეტის ინსტრუქციით, კი! არ მუშაობს!
ახლა რა ვქნათ, ვის დავაბრალოთ, რას დავაბრალოთ?!“ – წერს ბარათაშვილი.