13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1,+3 გრადუსი დაფიქსირდება.
January 11, 2026
13 იანვრამდე მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში