January 22, 2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუპერმარკეტებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუპერმარკეტებში შევიდა.

როგორც სუს-ი აცხადებს, გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლა, რისთფვისაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა.

მათივე ცნობით, სხვა ფინანსური საკითხებით აღნიშნულ შემთხვევაში არ ინტერესდებიან.

სუს-ს პარალელურად, სადისტრიბუციო და სარეალიზაციო კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც მუშაობს.

ცნობისთვის, ამ ფორმით ქართული ოცნების ხელისუფლება არსებულ მაღალ ფასებს ებრძვის.