January 23, 2026

ტროტუარზე დგომის გამო სასამართლომ 5 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

ტროტუარზე დგომის გამო თბილოსის საქალაქო სასამართლომ 5 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ გადაწყვეტილება 7 მოქალაქის საქმეზე გამოაცხადა. მათგან ორი, ანი ახმეტელი და ნათია ჭავჭანიძე სამართალდამრღვევებად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა [ასკ-ის 22-ე მუხლი].

  • მოსამართლე დავით მაკარაძის გადაწყვეტილებით, 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა სანდრო მეგრელიშვილს; 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა დიმიტრი ჯამბურიას; ხოლო 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ლუკა ნაგლიაშვილს;

  • მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა მიხეილ ზაქარეიშვილს; 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ნუკრი კაკულიას, გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

ცნობისთვის, ტროტუარის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა გუშინ, 22 იანვარსაც. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სიტყვერი შენიშვნით გაათავისუფლა აქტივისტი რეზი დუმბაძე.