მდინარე ოღასკურაზე რკინა-ბეტონის ხიდ-ბოგირის მოწყობის მიზნით სტიქიის ფონდიდან 310 000 ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოებს ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია, საკრებულოს წევრებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო, – ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. ხიდი განკუთვნილია როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითად მოსიარულეთათვის. ცოტნე დადიანის ქუჩაზე არსებული საავტომობილო ხიდ-ბოგირი სტიქიური მოვლენების შედეგად იყო დაზიანებული.
January 29, 2026
მდინარე ოღასკურაზე ხიდის მოწყობის სამუშაოებზე 310 000 ლარი დაიხარჯება