January 30, 2026

რიკოთის გვირაბში ტრაილერი ამობრუნდა

რიკოთის გვირაბში სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა. ამ დროისთვის გვირაბში შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა. არიან თუ არა დაშავებულები, ან რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროის ინფორმაციით, სატვირთოს ამობრუნებამ, გვირაბის დაკეტვა გამოიწვია, რის გამოც ავტომანქანებს შემოვლითი გზით უშვებენ.