ნერგეეთის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ნერგეეთის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით: ” ჩვენ ლამაზი მეგობრები გვყავდა”. ღონისძიების მთავარი სათქმელი იყო, რომ სიცოცხლე გრძელდება უფალთან. ცნობისთვის, 2024 წლის 7 თბერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გვიან ღამით მიწის მასა ჩამოიშალა და ქვეშ ოთხი სახლი მოიყოლა, ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
February 7, 2026
ნერგეეთის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა