დაკავებულია 40 წლის კაცი, რომელმაც იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში 16 წლამდე გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით – 1984 წელს დაბადებული ი.დ. დაკავებული.
„გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ი.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებს შსს.
ნიუპრესის ინფორმაციით, შემთხვევა თერჯოლაში მოხდა.